კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ქუთაისში ქართულ-პოლონური ქუთაისში პოლონურ – ქართული მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისია ამუშავდება. იდეის განხორციელებაზე ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის - ნიკოლოზ ანთიძის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის ვიზიტისას ვარშავაში შეთანხმდნენ. მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისია პირველი შემთხვევაა არქეოლოგიის დარგში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ინსტიტუციონალიზების, რომლის ფარგლებში უკვე მრავლი არქეოლოგიური პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანეს პროექტს ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის არქეოლოგიური კვლევა წარმოადგენს, რაც თვეების წინ პოლონური არქეოლოგიური მისის დაფუძნების ერთ-ერთი მიზეზიც გახდა. პოლონეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიით იქნება წარმოდგენილი საქართველოში. მისიის ქ. ქუთაისში განთავსება ხელს შეუწყობს კულტურისა და განათლების სფეროში ქვეყნის დეცენტრალიზაციას და ქუთაისის განვითარების გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული საეტაპო მნიშვნელობის ნაბიჯი იქნება. ამასთან ის ქუთაისში მოღვაწე სპეციალისტებისთვის გააჩენს საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებისა და თანამედროვე კვლევით ტექნოლოგიებზე წვდომის უნიკალურ შანსს, ხელს შეუწყობს ქუთაისის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სპეციალობების განვითარებას, სუდენტებს კი არქეოლოგიურ კვლევებში მუდმივად მონაწილეობის საშუალებას მისცემს. ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა კულტურის სფეროში მიმდინარე წელს გადავიდა ახალ ეტაპზე. საქართველოში პოლონეთის საელჩოს ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. სწორედ მის ფარგლებში დაიწყო პოლონურ-ქართულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მუშაობა ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ფენების შესწავლა. პოლონური მხრიდან ექსპედიციის ხელმძღვანელია ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი რადოსლავ კარაშევიჩი, ხოლო საქართველოს მხრიდან ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალის მმართველი, დოქ. როლანდ ისაკაძე. ექსპედიციაში ჩართულები არიან ორივე ქვეყნის დოქტორანტები და სტუდენტები. პარალელურად, საქართველოს კულტურულიმემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, 2018 წელი პოლონური კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოაცხადდება. ამ პროექტის ქვეშ განხორციელდება პოლონური მემკვიდრეობის კვლევა საქართველოში, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ არქიტექტურას, არამედ ზოგადად პოლონური ნაკვალევის კვლევას ქართულ კულტურაში. ამავდროულად 2019 წელს 250 წელი შეუსრულდება პოლონეთსა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებს, ხოლო 100 წლისთავი კი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არსებობას.