საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქ.მცხეთაში ბებრისციხის ჩრდილო-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. შესრულებული სამუშაოების შუალედური ანგარიშის მიხედვით მოწყობილია არაინვენტარული ხის ხარაჩო.კოშკის შიდა ტერიტორია მოშანდაკდა მდინარის ბალასტით;კოშკის შიდა ტერიტორიაზე მოეწყო მიწატკეპნილი იატაკისთვის;არსებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში მოეწყო ანკერები;კედლების შიდა და გარე საპირე წყობა გადაეწყო კირის დუღაბზე შერჩეული რიყის ქვებით;გარე და შიდა წყობებს შორის მოეწყო რკინა-ბეტონის შემავსებლები;კედლის საკონსერვაციო შრე მოეწყო კირის დუღაბით 14“1.9=26.6მ2. სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიცაა დაგეგმილი. შემსრულებელი : შპს “სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია“