მცხეთა-მთიანეთის რეგიონში,ქალაქ მცხეთაში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეკლესია დგას მცხეთის გარეუბან კოდმანში. ეკლესია დარბაზულია, (5,78×4,14 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. გადახურულია კრამიტით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო სარკმელია დატანილი. შესასვლელში ჩადგმულია რკინის კარები. ეკლესია ახლად რესტავრირებულია: ფასადები ცემენტითაა შელესილი. ლავგარდანი ახლად არის გაკეთებული აგურით. ეკლესია გვიან შუა საუკუნეების ხანას განეკუთვნება.