მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში 17 მაისს სამუზეუმო საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის 23 თანამშრომელი დაჯილდოვდა. დაჯილდოვებულთა შორის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, სპეციალური სიგელები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 3 თანამშრომელსაც გადასცა. წარმატებული საქმიანობისთვის ჯილდოები ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველს კახა ზაზაძე, გრემის მუზეუმის მმართველს ნაზი პატიაშვილსა და სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის კოლექციათა ატრიბუციის სპეციალისტს ნანა ფირანიშვილს გადაეცათ.