ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26 საუკუნოვანი მეგობრობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა.
2018 წლის 28 მარტს ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებით კი 5 აპრილს ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ურთიერთობის უნიკალურ ტრადიციას ეროვნული კატეგორია მიენიჭა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ულოცავს ბატონ ნიკოლოზ ანთიძეს მორიგ საპატიო წოდებას და უსურვებს წარმატებას საქვეყნო საქმის საბოლოო ხორცშესხმის პროცესში, რაც ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციის იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში საყოველთაო აღიარებით მოხვედრას გულისხმობს.