1. აირჩიე პაკეტი

50.00

 

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში უფასოდ და ულიმიტოდ შესვლა წლის განმავლობაში.

 

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში გიდის მომსახურება ფასდაკლება (-50%)

 

  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბილეთი - ფასდაკლება (-20%) 

100.00

 

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში უფასოდ და ულიმიტოდ შესვლა წლის განმავლობაში.

 

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში გიდის მომსახურება ფასდაკლება (-50%)

 

  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბილეთი - ფასდაკლება (-20%) 

2. აირჩიე პროექტი

ვარძია

ვარძიის ღრმთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგად ჭვარტლის ფენით დაიფარა XII საუკუნის კედლის მხატვრობა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო გახდა ტაძარში ჩატარებულიყო კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით,თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფმა (პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი-ნანა კუპრაშვილი,კედლის მხატვრობის კონსერვატორი- ამარილი რავა,კედლის მხატვრობის რესტავრატორ-კონსერვატორები:სალომე ახალაშვილი, ალექსანდრე თოდუა,ელენე თორღვაიძე,ელენე ონაშვილი,ნუცა პაპიაშვილი,ალექსანდრე რუბაშვილი,გვანცა (ტასო) ფოცხიშვილი, საბა ციკოლია, ნანა ხუსკივაძე) ლონდონის კურტოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით ადგილზე მოახდინა მდგომარეობის აღწერა-შეფასება, გაკეთდა სხვადასხვა სახის ტესტები, რის შემდეგაც შემუშავდა მეთოდოლოგია და დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები. დაზიანებების შესწავლა და ჭვარტლის ფენისაგან გაწმენდა. რთული დაზიანებებიდან გამომდინარე სამუშაოები რამდენიმე ეტაპად დაიგეგმა. ამჟამად სამუშაოების პირველი და მეორე ეტაპი, რომელიც ჭვარტლის ფენის მხატვრობიდან მოცილებაა ნაწილი შესრულებულია და დაგეგმილია გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების მომდევნო, მესამე ეტაპი. სამუშაო ჯგუფის მიერ თავდაპირველი შესწავლისას შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით ხდება კედლის მხატვრობის ჭვარტლის ფენის შემცირება/გაწმენდა. აღნიშნული გაწმენდითი სამუშაოების მსვლელობისას კეთდება პროცესების დეტალური აღწერა/შეფასება და ფოტოფიქსაცია. ინტერიერში მუდმივად ხდება ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი-რეგულირება

ხერთვისის ციხე

ხერთვისის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.   იგეგმება: ძეგლის კონსერვაცია, ინფრასტრუქტურის მოწყობა  

ბაგინეთი (არმაზციხე)

სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი, ძველი მცხეთის შიდაციხე მტკვრის მარჯვენა ნაპირას, ქალაქის სამხრეთ ნაწილში.   არმაზციხეში აღმოჩენილია გალავნის ნანგრევები, კოშკები, ბურჯები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი (სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამის, მავზოლეუმის ნანგრევები, მეფის ასულის სამარხ-სარკოფაგი (ახ. წ. II ს.).    იგეგმება: ძეგლის კონსერვაცია, ინფრასტრუქტურის მოწყობა    

გეგუთის სასახლე

ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურული ძეგლი,  მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ გეგუთში, ქუთაისის სამხრეთით 7კმ-ზე,რიონის ნაპირას.     იგეგმება: ძეგლის კონსერვაცია, ინფრასტრუქტურის მოწყობა  

3. პირადი მონაცემები

4. წესები და პირობები

გთხოვთ, გადახდამდე გაეცნოთ და დაადასტუროთ პირობები

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება უძველეს ისტორიაში იღებს სათავეს. ძეგლთა დაცვის სფერომ კი როგორც დარგმა ჩამოყალიბება XIX საუკუნეში დაიწყო. ამ პერიოდში უკვე ცალკეული მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლისა და დაცვის საქმეში – აყალიბებენ სხვადასხვა გაერთიანებებს, საზოგადოებებსა და ორგანიზაციებს. მიზანად ისახავენ შემორჩენილ სიძველეთა თავმოყრას, შენარჩუნებას, კვლევასა და დაცვას. 1921 წელს სახალხო კომისარიატთან შეიქმნა სამუზეუმო სიძველეებისა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის სექცია. ამ დროიდან საქართველოს კულტურის ძეგლებს სახელმწიფო იცავდა და 1923-1924 წლებში განსაკუთრებული იყო მისი როლი ქვეყანაში ანტირელიგიური კამპანიის დროს. 1934 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის კომიტეტი.