მდებარეობა: კახეთი, საგარეჯოს რაიონი, უჯარმის ციხე-ქალაქი, ივრის ხეობა.
ტერიტორია: 30000 კვ.მ
სამუშაო საათები: თავისუფალი შესვლა
მისამართი: რაიონი საგარეჯო, სოფ. უჯარმა
მისვლა შესაძლებელია: მიკროავტობუსით, თბილისი - გომბორ
ადრე შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი
აქ ნახავთ: V-VI სს. მიჯნაზე ერთიანი გეგმარებით აგებულ ციხე-ქალაქს - მოზღუდული გალავნით, საბრძოლო კოშკებით, ციტადელითა და ქვედა ციხით, სასახლით, წყალსაცავით, ეკლესიით; X-XIII საუკუნეთა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით.
უჯარმის მშენებლობა ასფაგურ მეფეს (III-IV სს. მიჯნა) მიეწერება. მირიან მეფემ (IV ს.) იგი საუფლისწულო ციხე-ქალაქად, ვახტანგ გორგასალმა (V ს.) კი დროებით სატახტო ქალაქად აქცია და `...აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა". ციხე-ქალაქი მისმა ძემ - დაჩიმ განასრულა.
9 ჰექტარზე განლაგებული უჯარმის ციხე-სიმაგრე შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს მოიცავს.