მისამართი: ქ. ახალგორი, თამარ მეფის ქ.#65
ტერიტორია: ქსნის ხეობა
2008 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
მუზეუმი განთავსებულია ქსნის ერისთავთა სასახლეში (XVII ს.)
ქსნის ხეობა მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. ჯერ კიდევ ვახუშტის ცნობებში მოიხსენიება `მცირე ქალაქი ახალგორი~, რომელიც ქსნისა და არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ახალგორის რეგიონში მდებარე საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ნიმუშებთან ერთად, თავისი ისტორიულ-მხატვრული ღირებულებით მნიშვნელოვანი ძეგლია XVII ს. I ნახ. ქსნის ერისთავთა ციხე-დარბაზი და რეზიდენცია. მასში განთავსებულია მუზეუმი - არქეოლოგიური არტეფაქტების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების, ეთნოგრაფიული მასალის ექსპოზიციით.