ნიკოლოზ ანთიძე
გენერალური დირექტორი
დაბადების თარიღი: 1974-03-28
თბილისი
სამუშაო გამოცდილება
2014 წლიდან დღემდე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორი
2011-2013 - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი
2014 წელი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის უფროსი.
2009-2011 წწ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაცული ტერიტორიებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი
2004-2009 წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, მონიტორინგისა და პრევენციული კონსერვაციის სამმართველოს უფროსი;
2007 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, „მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის“ თავმჯდომარის მოადგილე;
2009 წლიდან კი სამინისტროსთან არსებული „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ არქეოლოგიური სექციის წევრია; „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული, არქეოლოგიური სამუშაოების მიმღები კომისიის“ თავმჯდომარის მოადგილე.
2005-2007 წწ. კულტურული მემკვიდრეობის სამართლის ლექტორი თბილისის სამხავტრო აკადემიის, რესტავრაციის, ხელოვნებისა და თეორიის ფაკულტეტზე.
2002-2004 წწ. საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი;
1991-2002 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კვლევის ცენტრის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლი, სამხედრო საქმის წარმოების ინსპექტორი.
განათლება:
1991-1996 წწ. თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
2000 წელი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
2005 წელი - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სერთიფიკატი - „International visitor leadership program of the United States Department of State “Historic preservation in the U.S”;
2008 წელი - ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული, დსთ-ს ქვეყნებთან ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის სერტიფიკატი „Maintenance and Restoration of Monuments“.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე თამარ წერეთელი და სამი შვილი.