|

|
UNESCO
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო),((UNESCO,United Nations Educational, Scientific and Cultural Organization)) 1945 წელს დაარსდა.
UNESCO-ს მიზანია, მთელს მსოფლიოში განათლებისა და კულტურის გავრცელების ხელშეწყობა, მეცნიერების განვითარება და რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად, ადამიანის უფლებების დაცვა.
UNESCO-ს ორგანიზაციის შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობს,
UNESCO-ში 191 ერია გაერთიანებული, მთელს მსოფლიოში ფლობს 50 წარმომადგენლობით ოფისს, რამდენიმე ინსტიტუტს, ცენტრსა და რეგიონალურ ოფისებს. წარმომადგენლობითი ოფისების უმრავლესობა კლასტერულია და ერთი ოფისი ერთდროულად სამ ან მეტ ქვეყანას კურირებს.
UNESCOმუშაობს ხუთი ძირითადი პროგრამის მიმართულებით: განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანური მეცნიერებები; კულტურა, კომუნიკაციები და ინფორმაცია.
UNESCO აფინანსებს წერა-კითხვის გავრცელების, ტექნიკურ და მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამებს; საერთაშორისო მეცნიერებათა პროექტებს; რეგიონალური და კულტურის ისტორიის პროექტებს; კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას;
კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში იუნესკო წარმოადგენს საერთაშორისო კანონმდებლობის განმსაზღვრელ ერთ–ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას.
საქართველო პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია იუნესკოს არაერთი კონვენცია, რომელთა ძირითადი პრინციპები ასახულია საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში.
კონვენცია მსოფლიო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ (1972)
საქართველოს პარლამენტმა 1992 წელს.მოახდინა ე.წ.მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიკაცია. ამ ეტაპზე მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში სამი ქართული ძეგლია შეტანილი.
მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მართვის ორგანიზაციას წარმოადგენს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი რომელიც განთავსებულია იუნესკოს სათაო ოფისში პარიზში.
საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს იუნესკოსთან და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან.
მცხეთის ისტორიული ძეგლები
ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი
ზემო სვანეთი
UNESCO-ს კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ
2003 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO), გენერალური კონფერენციის 32-ე სესიაზე მიიღო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია.
კონვენციის მიხედვით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ორ - ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ხორციელდება. ეროვნულ დონეზე, კონვენციის წევრი ქვეყანა უზრუნველყოფს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ელემენტების იდენტიფიცირებას; საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების, ინსტიტუციების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და აღორძინებაში.
აღსანიშნავია, რომ კონვენციის მიღებას წინ უძღოდა UNESCO-ს მიერ 2001 წლის 18 მაისს, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელთუქმნელ შედევრების ნუსხის დამტკიცება. ამ ნუსხაში მსოფლიოს 19 უმნიშვნელოვანეს ნიმუშთან ერთად, ქართული ტრადიციული მრავალხმიანობაც იქნა შეტანილი.
დღეისათვის მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა მიერთებულია აღნიშნულ კონვენციას და აქტიურად თანამშრომლობს ამ სფეროში.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმები საქართველოში
|